• მეტა


  • სტატიების გამოწერა

    თემატიკა:

    არქივი:

    ავტორები:


    Synergy Insight Synergy Startup

    მცირე ბიზნესის განვითარების სტრატეგია

    სტატიის ავტორია: პაპუნა ტოლიაშვილი
    22 ივნისი, 2009 | წაკითხულია 2,471-ჯერ

    დღეს, როდესაც უმუშევრობა, ან უმუშევრობის შიში პიკს აღწევს, როდესაც ქვეყანას უკიდურესად სჭირდება უფრო მეტი წარმოებული პროდუქტი და მომსახურება, როდესაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა საერთო ეროვნულ ამოცანად შეიძლება ჩაითვალოს - განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მცირე ბიზნესი, მისი ხელშეწყობა და განვითარება.

    ბევრი საუბარია ამ თემაზე, ბევრიც მცდელობები, თუმცა შედეგები, ჯერ-ჯერობით, იმის ლაპარაკის გარდა, რომ ჩვენთან მსოფლიოში თითქმის ყველაზე ადვილია ბიზნესის კეთება - ფაქტიურად არ არის. უმუშევრობა ისევ მაღალია და კიდევ უფრო მაღალი. ადამიანები ვერ პოულობენ გზას, საით წავიდნენ სამსახურის საშოვნელად, ვერ პოულობენ ძალებს რისკიანი ნაბიჯების გადასადგმელად. ამ პირობებში სახელმწიფოს წლების განმავლობაში ეკავა ისეთი პოზიცია, თითქოს საბაზრო ეკონომიკას თვითონ უნდა ამოექოქა თავისი თავი. არ იყო საჭირო პრიორიტეტები, დამატებითი სტრატეგია მცირე ბიზნესის ან ეკონომიკის ამა თუ იმ დარგის ხელშეწყობისთვის. ახლა ყველა ცხადად ხედავს, თუ რა უბრალოდ დაიკარგა დრო, არ გადაიდგა დროული ნაბიჯები ეკონომიკის რეალური სექტორის მხარდაჭერისთვის.

    იმის შემდეგ, რაც დასაქმების ბევრმა პროგრამამ რეალური შედეგები ვერ გამოიღო, იმედია რაც ხელისუფლება დარწმუნდა, რომ არსებულ საწარმოებთან მუშაობა სამუშაო ადგილების შესაქმნელად არც თუ ისე პერსპექტიული გზაა. ცხადად დარჩა მთავარი პრიორიტეტი - მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა, რასაც მნიშვნელოვნად შეუძლია შეცვალოს სურათი _ გაზარდოს როგორც წარმოებული პროდუქტის და მომსახურების მოცულობა, ისე მნიშვნელოვნად გაზარდოს ადამიანების კეთილდღეობის დონე.

    სამი მთავარი საკითხი რომელიც ჭრის მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ამოცანას:

    ა) მცირე მეწარმეობის წახალისება - იმისთვის, რომ, რაც შეიძლება ბევრმა დაუსაქმებელმა, ან კიდევ არადამაკმაყოფილებლად დასაქმებულმა ადამიანმა გადაწყვიტოს საკუთარი საქმის დაწყება და გადადგას პირველი ნაბიჯები ამისთვის.

    ბ) მცირე მეწარმეების სწავლება - იმისთვის, რომ სულ უფრო მეტმა მცირე მეწარმემ, მათი საქმიანობის პირველივე ნაბიჯებისას, რაც შეიძლება მეტი სწორი, ეფექტური გადაწყვეტილების მიღება შეძლონ, როგორც მმართველობითი, ისე პროფესიული განვითარების თვალსაზრისით.

    გ) მცირე მეწარმეების დახმარება  გაყიდვებში - იმისთვის, რომ მიიღონ პირველი შემოსავლები, რაც კიდევ უფრო გაუზრდის მოტივს, დაეხმარება დამატებითი საჭირო სახსრების მოძიებაში, საწარმოო საშუალებების შეძენაში და გაუმჯობესებაში. (ეს არის ყველაზე კრიტიკული საკითხი, რომლის გადაწყვეტაც ცალკე აღებულ ერთ მეწარმეს ძალიან უჭირს, ან არ შეუძლია, და რომლის გარეშეც საქმის დაწყების პერსპექტივასაც ვერ ხედავენ ადამიანები).

    თუ ხელისუფლება შეიმუშავებს მცირე ბიზნესის მხარდაჭერის ერთიან პროგრამას, და ამ სამ კომპონენტზე ააგებს, მას შეუძლია უკვე 3-5 წელიწადში მიიღოს 200 000 მდე მცირე საწარმო, რომლებიც ერთობლივი პროდუქტის 25-30% შექმნიან მინიმუმ.

    ამ ამოცანების გადაწყვეტა არც თუ ისე რთულია, მას, უბრალოდ, თანმიმდევრული მოქმედებები სჭირდება რამოდენიმე მიმართულებით და აი, რა:

    მცირე მეწარმეობის წახალისება

    ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით არის მაგალითი. რაც უფრო მეტი ადამიანის შესახებ გავრცელდება ინფორმაცია, რომლებმაც ნოლიდან დაიწყეს და დღეს აქვთ წარმატებული მცირე საწარმო, მით უფრო მეტი იქნება ისეთი, ვინც იფიქრებს, რომ მასაც შეუძლია, მოუნდება ამ გზის გავლა და გადადგამს პირველ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. ამისთვის დასაწყისში საკმარისია უბრალოდ ინფორმაციის მოგროვება ადგილობრივი, წარმატებული მცირე მეწარმეების შესახებ, შემდეგ კი მისი აქტიური გავრცელება სხვადასხვა საშუალებებით.

    მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ამ მიმართულებით არის იდეების მიწოდება, თუ რა შეიძლება აკეთონ ადამიანებმა, ვინც საკუთარი საქმის წამოწყება გადაწყვიტა და რა შესაძლებლობები არსებობს.  ამ იდეების მოსაგროვებლად უამრავი გზაა: უცხოური გამომცემლობები, ინტერნეტ კატალოგები, კონკურსები და პროგრამები. თუმცა ქვეყანაში მარტო იმპორტირებული საქონლის ჩამონათვალი რომ აიღო და შესთავაზო ადამიანებს, თვითონაც დაიწყონ იგივეს წარმოება, ხოლო შენი მხრიდან დაპირდე ამ პროდუქციის გაყიდვების სტიმულირებას შესაბამისი კამპანიების განხორციელებით, მარტო ამას შეუძლია დიდი ბიძგი მისცეს მცირე მეწარმეობის განვითარებას.

    მესამე და ასევე მნიშვნელოვანი, შეიძლება აღმოჩნდეს  საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის შექმნა. იგი განუმარტავს ახლად დამწყებებს, ან მცირე მეწარმეობის მსურველებს ყველა იურიდიულ და ტექნიკურ დეტალს - საკუთარი საქმიანობის დაწყების იურიდიული რეგისტრაციის, თავდაპირველი ნაბიჯებისა და სახელმწიფოს, ან სხვა მხრიდან დახმარების მიღების შესაძლებლობების შესახებ.

    მცირე მეწარმეების სწავლება


    აქაც რამოდენიმე საკითხია მნიშვნელოვანი. კერძოდ: მმართველობითი კომპეტენცია, ტექნიკური კომპეტენცია და აუცილებელი მიმდინარე ინფორმაცია საქმიანობის დასაწყებად და საწარმოებლად. სახელმწიფოს შეუძლია გამოაცხადოს ტენდერები სასწავლო პროგრამების შემუშავებაზე (გიდების სკოლა, საკონდიტრო საქმე, ხეზე მუშაობა, თიხაზე მუშაობა, მინანქარი და საიუველირო საქმე, მცირე ფერმერული მეურნეობის მართვა და ბევრი კიდევ სხვა რომელზეც შეიძლება იყოს მოთხოვნა) და ყველას, ვინც ამ სასწავლო პროგრამებს გაივლის, დაპირდეს დახმარებას გაყიდვებში (ამაზე ცოტა ქვემოთ). ასეთ შემთხვევაში სწავლების ღირებულების დიდ ნაწილს დამწყები მეწარმეები თვითონაც გადაიხდიან.

    ამის გარდა კარგი იქნება, თუ იარსებებს საინფორმაციო ბიულეტენი მცირე მეწარმეებისთვის. იგი შეიცავს მათთვის მნიშვნელოვან ყველა მიმდინარე ინფორმაციას, საკანონმდებლო-საგადასახადო  ნიუანსების განმარტებებს, რჩევებს და ასევე განმარტებებს მათთვის საინტერესო საკითხებზე. ასეთი ბიულეტინის გამოშვება  მნიშვნელოვნად დაეხმარება მცირე მეწარმეებს, ნელ-ნელა განავითარონ საკუთარი საქმე.

    მცირე მეწარმეების დახმარება გაყიდვებში


    და ბოლოს, მცირე მეწარმეების დახმარება ადრეულ გაყიდვებში უნდა გახდეს ამ პროგრამის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ვფიქრობთ, რომ ახლა ასეთი დახმარებისთვის ყველაზე კარგი წინაპირობებია. „იყიდე ეროვნული პროდუქტი, დაეხმარე ეკონომიკას და მცირე მეწარმეობის განვითარებას საქართველოში“ - უნდა გახდეს საერთო ეროვნული კამპანია, რომელსაც შეუძლებელია არ ჰქონდეს შთამბეჭდავი ეფექტი.

    მეორე ნაწილი სპეციალური ბაზრობების, სავაჭრო ადგილების ორგანიზებაა მცირე მეწარმეებისთვის, აგრეთვე მრავალტირაჟიანი სარეკლამო კატალოგები მომსახურების სფეროებზე ორიენტირებული მცირე მეწარმეებისთვის. მათ, ვინც რეგულარულად გადის სწავლების, გადამზადების პროგრამებს - ექნებათ საშუალება, შეიტანონ საკუთარი პროდუქცია, ან რეკლამირება გაუკეთონ საკუთარ მომსახურებას. საჭირო იქნება შესაბამისი ინტერნეტ-პორტალის შექმნა, სადაც ეს ხალხი საკუთარი პროდუქტის და მომსახურების შესახებ შეძლებენ ინფორმაციის განთავსებას.

    თითქოს არაფერია რთული _ უბრალოდ რამოდენიმე მოქმედების კომპლექსია, რომელიც ბევრს მისცემს სტიმულს, დაანახებს გზას, გადაადგმევინებს ნაბიჯს, მიაღებინებს ცოდნას, გააკეთებინებს რაღაცას სასარგებლოს ვიღაცისთვის, დაეხმარება, ეს სარგებელი მომხმარებლამდე მიიტანოს და ამით ნელ-ნელა (მაგრამ უფრო სწრაფად ვიდრე აქამდე) ბევრი პატარა მანქანა ამოძრავდება, რომლებიც დროთა განმავლობაში მნიშვნელოვან სარგებელს შექმნიან, ბევრს დაასაქმებენ, ჩამოაყალიბებენ სტაბილურ, მყარ და თანმიმდევრულად განვითარებად ეკონომიკას.






    გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე

    სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;

    სტატიის რეიტინგი
    1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.45 ქულა

    4 კომენტარი სტატიაზე “მცირე ბიზნესის განვითარების სტრატეგია”

    1. მურადი:

      2 ივლისი, 2009 15:17

      სახელმწიფომ მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი მცირე მეწარმეობას ,რაც საფუძველია ეროვნული ეკონომიკის განვითარებისათვის და საერთოდ ეკონომიკის ეპექტიანობისთვის.მან უდა შეიმუშაოს სწორი საგადასახადო პოლიტიკა .დაბეგროს მცირე განაკვეთით ან საერთოდ გაათავისუფლოს გადასახადისაგან პირველ ეტაპზე.
      უმუშევრობას უნდა ებრზძოლოს არა ფალსიფიკატორებით არამედ ისეთი საწარმოების შექმნით რომლებიც ხარისხიან პროდუქტს შექმნიან.

    2. მალხაზი:

      17 ოქტომბერი, 2009 15:01

      ძალზე საჭირო და აუცილებლად გადასაწყვეტი საკითხია, მეც ხშირად ვფიქრობ ამ საკითხზე და მიმაჩნია, რომ ყველა, ვინც ფიქრობს მცირე ბიზნესის განვითარებაზე და მის ხელშეწყობაზე სახელმწიფოს მხრიდან, რამენაირი ფორმით უნდა გავერთიანდეთ და განვითარების სტრატეგია უნდა შევიმუშაოთ.
      მიმაჩნია რომ მცირე ბიზნესის ხელშეწყობაზე და მის განვითარებაზე დამოკიდებულია საქართველოს განვითარების მომავალი.
      makhalaia@gmail.com

    3. არიფ:

      3 მაისი, 2011 22:02

      მეც ასე ვფიკრობ რომ მცირე ბიზნეს ხეს უწყობდესუდა სახეწიფო.

    4. არიფ:

      3 მაისი, 2011 22:05

      მეც ასე ვფქირობ რომ მცირე ბიზნეს ხეს უწყობდესუდა სახეწიფო რომ გავითარდეს ყველასატვის სასარგებლო იყოს.

    კომენტარის დამატება:

    :


    შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!